საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, USAID -ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული გაიდლაინი და პროტოკოლი დაამტკიცა

21/10/2014 17:32

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით, დაამტკიცა  მოზრდილებში პირველადი ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლი:

თავის ტკივილის სკოლა-კონფერენცია

06/06/2014 09:00
07/06/2014 18:00

ნევროლოგებს, ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, ან სხვა სპეციალობის სამედიცინო პერსონალს, ვინც მართავს თავის ტკივილის მქონე პაციენტებს, ევროპის თავის ტკივილის ფედერაცია და საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოება, თავის ტკივილისადმი მიძღვნილ სკოლა-კონფერენციაზე იწვევს. კონფერენცია ჩატარდება "შერატონ მეტეხი პალასში" 6 და 7 ივნისსდაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: თავის ტკივილის სკოლა-კონფერენციის ფლაერი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21/03/2014

USAID- ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტსა და აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის  გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი - ერთობლივი თანამშრომლობით სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.  კლინიკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან, აგრეთვე, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მისიის დირექტორი სტივენ  ჰაიკინი, USAID/კავკასიის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ქალბატონი, თამარ სირბილაძე და  ჯანდაცვის სისტემის უფროსი ფინანსური მრჩეველი, ბატონი, გიორგი ხეჩინაშვილი.

ექსპერტთა შეხვედრა მოზრდილებში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინის პროექტის განხილვაზე

06/03/2014

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაატარა შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, პროფესიული სამედიცინო ასოციაციების ლიდრებსა, საქართველოს მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და კლინიკური სფეროს ექსპერტებთან, რათა ერთობლივად გაეზიარებინათ ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტოლის ღონისძიებები და განეხილათ მოზრდილებში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ეროვნული გაიდლაინის პროექტი.

სამედიცინო კონფერენცია სამტრედიაში

17/01/2014

თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესი კლინიკური პრაქტიკის გასავრცელებლად, თანამშრომლობის საშუალებით გაუმჯობესებისა და გაზიარებული სწავლების მხარდასაჭერად, USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსის" ამბულატორულ ცენტრში" ჩაატარა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: "სასუნთქი სისტემის დაავადებების იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევები პედიატრიულ პრაქტიკაში"

სამედიცინო კონფერენცია ინსულტის გაუმჯობესებული მართვის თაობაზე

25/10/2013

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული სამედიცინო დიასპორის წარმომადგენელმა, ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ზაზა ქაცარავამ, ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების 100-ზე მეტ ექიმთან  ჩაატარა ტრენინგი ინსულტის თანამედროვე მართვის საკითხებთან  დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს ქართულ სამედიცინო დიასპორასა და მის ქართველ კოლეგებს, აგრეთვე, თანამშრომლობის დაწესებულებებს შორის არსებული "გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით" მოდელის  დანერგვის შედეგს, რომელიც მიმართულია, გაუმჯობესების წარმატებული მოდელის სხვა კლინიკურ სფეროშიც გავრცელებისკენ.

სამედიცინო კონფერენცია ქუთაისში

03/02/2014 22:17

ცოდნისა და მიდგომების ერთობლივი გაზიარებისთვის, თანამშრომლობის საშუალებით გაუმჯობესებისთვის, ქ.ქუთაისის ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკაში, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით, ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია თემაზე:  "სასუნთქი გზების ყველაზე გავრცელებული პედიატრიული ინფექციების მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე, გუშინ, დღეს, ხვალ".

გულის მსოფლიო დღე

11/11/2013 23:07

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულტი მსოფლიოში სიკვდილობის წამყვანი მიზეზებია, რომელთაც ყოველწლიურად 17,3 მილიონი სიცოცხლე ეწირება და ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. გულის დაავადებებითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობის სულ ცოტა, 80% შეიძლება აცილებული იყოს ძირითადი რისკ-ფაქტორების - თამბაქოს მოხმარების,  არაჯანსაღი კვების, დაბალი ფიზიკური აქტიურობის, ჭარბი წონის,  მაღალი არტერიული წნევის  - მოდიფიცირებით.

ინფოარხების ცნობების შეკრება