მოდელი ხარისხის გაუმჯობესებისთვის

როგორც უკვე ვთქვით, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი Associates in Process Improvement-ს მიერ შემუშავებულ მოდელს იყებს. ეს მარტივი და მძავრი საშუალებაა ხარისხის გაუმჯობესების პროცესის დასაჩქარებლად. მისი მიზანი სხვა მოდელების (მაგალითად სუპერვიზია, ტრეინინგი ...) ჩანაცვლება კი არ არის, არამედ მათი დამატებაა. ეს მოდელი წარმატებით გამოიყენა ასობით სამედიცინო ორგანიზაციამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სამედიცინო პროცესებისა და გამოსავლების გასაუმჯობესებლად.

მოდელის ძირითადი შემადგენელი ნაწილია სამი მთავარი შეკითხვა, რომელსაც პასუხი ნებისმიერი თანმიმდევრობით შეიძლება გავცეთ და PDSA ციკლი რომ ცვლილებები რეალურ სამუშაო სიტუაციაში გამოვცადოთ. ეს ციკლი ხელმძღვანელობს გამოცდას, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, არის თუ არა ცვლილება გაუმჯობესება.

გუნდის ფორმირება
ხარისხის გუნდში საჭირო ადამიანების ჩართვა კრიტიკულია გაუმჯობესების წარმატებული მცდელობისთვის. გუნდები ზომითა და შემდგენლობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველა ორგანიზაცია გუნდებს თავისი საჭიროებების მიხედვით ქმნის.

მიზნის დასახვა
გაუმჯობესება მიზნების დასახვას მოითხოვს. მიზანი დროში გაწერილი და გაზომვადი უნდა იყოს; მან ასევე უნდა განსაზღვროს პაციენტთა სპეციფიკური პოპულაცია, ან სხვა სისტემები, რომელთაც ცვლილება შეეხებათ. 

 

საზომების (ინდიკატორების) შემოღება
გუნდები რაოდენობრივ საზომებს იყენებენ იმისა დასადგენად, სპეციფიკური ცვლილება ნამდვილად იწვევს თუ არა გაუმჯობესებას.

 
ცვლილებების შერჩევა
ცვლილების იდეები შეიძლება გაჩნდეს სისტემის მუშაკთა გამოცდილებებიდან და შეხედულებებიდან, ცვლილებათა კონცეფციებიდან და სხვა კრეატიული აზროვნების ტექნიკის მოშველიებით, ან სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარებით, ვინც უკვე წარმატებით გააუმჯობესა თავისი სისტემა.

 ცვლილებების ტესტირება
დაგეგმე-გააკეთე-შეისწავლე- იმოქმედე (PDSA) ციკლი მოკლე სახელია ცვლილებების რეალურ სამუშაო სიტუაციაში გამოცდისთვის — ცვლილების დაგეგმვით, გამოცდით, შედეგებზე დაკვირვებით და ნასწავლის მიხედვით რეაგირებით. ეს სამეცნიერო მეთოდია ადაპტირებული ქმედებაზე-ორიენტირებული სწავლებისთვის.


ცვლილებების დანერგვა
ცვლილების მცირე მასშტაბით გამოცდის შემდეგ, თითოეული ტესტის მიხედვით სწავლისა და ცვლილების რამდენიმე PDSA ციკლით დახვეწის შემდეგ გუნდმა შეიძლება ცვლილება უფრო ფართო მასშტაბით დანერგოს — მაგალითად, პაციენტთა მთელი საპილოტე პოპულაციისთვის, ან მთელი განყოფილებისთვის.
 
ცვლილებების გავრცელება
ცვლილების, ან ცვლილებათა პაკეტის საპილოტე პოპულაციის, ან მთელი განყოფილებისთვის წარმატებით დანერგვის შემდეგ, გუნდმა ცვლილება შეიძლება ორგანიზაციის სხვა ნაწილებსა და სხვა ორგანიზაციებზეც გაავრცელოს.

მეტი ინფორმაციისთვის:
პრეზენტაციები ხარისხის გაუმჯობესების საწყის საკითხებზე