ძირითადი ინსტრუმენტები გსდ რისკფაქტორების სკრინინგისა და მოდიფიცირების ხარისხის გაუმჯობესებისთვის

ხარისხის გაუმჯობესების ამოცანა : კარდიოვასკულური დაავადებებით ავადობისა და სიკვდილობის შემცირება აღნიშნული დაავადებების მოდიფიცირებადი რისკფაქტორების სკრინინგისა და შემცირების გაუმჯობესებით (ამბულატორიულ დონეზე)

ძირითადი ჩარევები:

  • სისტემატური სკრინინგი და  მოდიფიცირება/მკურნალობა:  ქცევითი რისკფაქტორები: თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა; ფიზიოლოგიური რისკფაქტორები: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე, ჰიპერგლიკემია
  • ჰიპერტენზიის მკურნალობა
  • პირველადი პრევენცია: სტატინი + სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტები + ასპირინი: პაციენტებისათვის  10 წლის მანძილზე კარდიოვასკულური შემთხვევის განვითარების > 20% -ზე მეტი რისკის ან დიაბეტის არსებობისას
  • მეორეული პრევენცია: ბეტა-ბლოკერები, ასპირინი, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ენზიმების ინჰიბიტორი, სტატინი: კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტებისთვის

დასაბეჭდი ან გადმოსატვირთი ვერსიები:

 

  

მდგომარეობის მართვის კატეგორია 

  

  

მოვლის უმთავრესი ელემენტები 

  

კარდიოვასკულური დაავადებების უმთავრესი ფიზიოლოგიური და ქცევითი რისკფაქტორების პაციენტის სამედიცინო ისტორიაში დოკუმენტირება სულ მცირე ერთხელ (ნებისმიერ ადგილზე)

  •  თამბაქოს წევის სტატუსი: მწეველი, ყოფილი მწეველი, არასოდეს მოუწევია/არამწეველი (მწეველის ან ყოფილი მწეველის შემთხვევაში სიხშირისა და სტაჟის მითითება)  
  •  მემკვიდრული წინასწარგანწყობა: კორონარული დაავადებების, ინსულტისა და ჰიპერტენზიის ოჯახში ადრეული შემთხვევების არსებობა ან არარსებობა  
  • სიმაღლე (სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრისათვის)  
  •  სხეულის მასის ინდექსი (გამოთვლილი ბოლო 12 თვის განმავლობაში)  
  •  ფიზიკური აქტივობისა და კვებითი ჩვევების სტატუსი (გამოთვლილი ბოლო 12 თვის განმავლობაში)  
  •  ალკოჰოლის მოხმარება (ალკოჰოლის მომხმარებლის შემთხვევაში, სიხშირის, რაოდენობისა და ალკოჰოლის ტიპის მითითება) 
  • საერთო ქოლესტეროლი:  > 45 ასაკში და მაღალი არტ. წნევის, დიაბეტის, სიმსუქნის, თამბაქოს წევის შემთხვევაში, მემკვიდრული წინასწარგანწყობა ადრეულ ასაკში კორონარული დაავადებების მიმართ ან დიაბეტის, გულის უკმარისობის, კორონარული არტერიების დაავადების, ინსულტის გადატანის შემდეგ (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  
  •  ყველა ქრონიკული დაავადებების/მდგომარეობების და მედიკამენტების ჩამონათვალი  
  •  ჰიპერტენზიის დროს უზმოზე ან რანდომულად სისხლში გლუკოზის დონე წელიწადში  სულ მცირე ერთხელ  

კარდიოვასკულური დაავადებების რისკ-ფაქტორების შეფასება ყოველ კლინიკურ ვიზიტზე   

  •  სისხლის წნევის გაზომვა  
  •  წონა (თუ სმი >25) 
  •  თამბაქოს სტატუსი 

 

 კარდიოვასკულური დაავადებების იდენტიფიცირებული რისკფაქტორების სამკურნალო ჩარევები ყოველ კლინიკურ ვიზიტზე

 

 

  •  + სიმსუქნე: კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ კონსულტირება; სამიზნეები და მეთვალყურეობა 
  •  + თამბაქოს მოხმარება : თამბაქოს წევის თავის დანებების გეგმა და მკურნალობა (სალბუნი, პერორალური მედიკამენტი და ა.შ)
  •  + ჰიპერტენზია:   მედიკამენტური თერაპიის დამყოლობის გადამოწმება ყველა ვიზიტზე; მედიკამენტის შეცვლა/მოდიფიცირება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გაიდლაინების მოთხოვნის შესაბამისი კონტროლის მისაღწევად
  •  სტატინი + წნევის დამწევი მედიკამენტი + ასპირინიყველა პაციენტში რომელთაც  მომდევნო 10 წლის განმავლობაში აქვთ > 20%-ზე რისკი ან დიაბეტი

კარდიოვასკულური დაავადებების მეორეული პრევენცია  (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ): გადამოწმდეს და განახლდეს ყველა პაციენტში კად-ის ანამნეზით

  • ბეტა-ბლოკერი; ასპირინი; ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ენზიმები-ინჰიბიტორი/ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები; სტატინი
  • თამბაქოს სკრინინგი და მკურნალობა
  • კვების და ფიზიკური აქტივობის კონსულტირება

კარდიოვასკულური დაავადებების მეორეული პრევენცია  (ინსულტის შემდეგ): გადამოწმდეს და განახლდეს ყველა პაციენტში ინსულტის ანამნეზით

  • ასპირინი; დაბალი დოზით თიაზიდი, სტატინი
  • თამბაქოს სკრინინგი და მკურნალობა
  • კვების და ფიზიკური აქტივობის კონსულტირება

გულმკერდის არეში მწვავე ტკივილის და მწვავე კორონარულ სინდრომზე საეჭვო  შემთხვევის მართვა ამბულატორიულ დაწესებულებაში

დაუყოვნებლივი შეფასება და ჩარევა:

  • გულმკერდის არეში ტკივილისა და სუნთქვის შეფასება
  • სასიცოცხლო ნიშნები: წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, ტემპერატურა
  • ეკგ
  • ასპირინი
  • ნიტროგლიცერინი (თუკი ხელმისაწვდომია)
  • ჟანგბადი (თუკი ხელმისაწვდომია)

რეფერალი:

  • პროტოკოლის შესაბამისად შევსებული სტანდარტული რეფერალური ფორმა, რომელიც მოიცავს: რეფერალის მიზეზს, ამბულატორიაში გაწეულ დახმარებას
  • ტრანსპორტირების სქემის დოკუმენტირება სამედიცინო ისტორიაში
  • შემდგომი მეთვალყურეობის გეგმის პაციენტის ოჯახისთვის გაცნობა და ისტორიაში დოკუმენტირება

ხარისხის შეფასების საზომები:

რესურსები

  • I1. სამედიცინო ბარათების % , რომელშიც გამოყოფილია სტანდარტულ ადგილი ქცევითი რისკ-ფაქტორების  დოკუმენტირებისა და მეთვალყურეობისთვის
  • I2. სამედიცინო ბარათების % , რომელშიც გამოყოფილია სტანდარტულ ადგილი ფიზიოლოგიური რისკფაქტორების  დოკუმენტირებისა და მეთვალყურეობისთვის
  • I3. სამედიცინო ბარათების % , რომელშიც გამოყოფილია სტანდარტულ ადგილი  რეგულარული მედიკამენტების დოკუმენტირებისთვის
  • I4. სამედიცინო ბარათების % , რომელშიც გამოყოფილია სტანდარტული  ადგილი ქრონიკული დაავადებების დოკუმენტირებისთვის
  • I5. გსდ რისკის მონიტორინგისთვის აუცილებელი ხელმისაწვდომი ესენციური ძირითადი რესურსების ხელმისაწვდომობის %
  • I6. გულის არეში მწვავედ განვითარებული ტკივილის შესაფასებელი და სამკურნალო რესურსების ხელმისაწვდომობა

პროცესი

  • P1. სამედიცინო ბარათების %  ქრონიკული მედიკამენტების მიმდინარე განახლებული ნუსხით, რომელიც ასახავს ბოლო ვიზიტზე დანიშნულ მედიკამენტებს
  • P2. სამედიცინო ბარათების %  ბოლო ვიზიტზე დოკუმენტირებული არტერიული წნევით
  • P3. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დანიშვნის %, თუ აწ ≥ 140/90 x 2  გაზომვაზე ან დასმული აქვს ჰიპერტენზიის დიაგნოზი
  • P4. სამედიცინო ბარათების % , ბოლო 12 თვის განმავლობაში დოკუმენტირებული სმი (სხეულის მასის ინდექსი)-ით 
  • P5. სამედიცინო ბარათების % , ბოლო 12 თვის განმავლობაში დოკუმენტირებული კონსულტირებით კვებისა და ფიზიკური აქტიურობის შესახებ
  • P6. სამედიცინო ბარათების %, ბოლო ვიზიტზე დოკუმენტირებული თამბაქოს მოხმარების სტატუსით
  • P7. მწველების სამედიცინო ბარათების %, სადაც აღნიშნულია თამბაქოს მიტოვების სამკურნალო ჩარევები (პლასტირი, პერორალური მედიკამენტები ან კონსულტირება)  
  • P8. სამედიცინო ბარათების %, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაგეგმილია საერთო ქოლესტეროლის გაზომვა, თუ პაციენტის ასაკი  ≥ 45, ან აღინიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ჭარბი წონა (სიმსუქნე), თამბაქოს მოხმარება, გიდ-ის ადრეული ოჯახური ანამნეზი ან დასმული აქვს კად, ინსულტის ან გულის უკმარისობის დიაგნოზი
  • P9. სამედიცინო ბარათების %, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დოკუმენტირებულია საერთო ქოლესტეროლი, თუ პაციენტის ასაკი  ≥ 45, ან აღინიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ჭარბი წონა (სიმსუქნე), თამბაქოს მოხმარება, გიდ-ის ადრეული ოჯახური ანამნეზი ან დასმული აქვს კად, ინსულტის ან გულის უკმარისობის დიაგნოზი
  • P10. 2 ან მეტი გსდ რისკფაქტორის (ასაკი≥45, ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, თამბაქო, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ადრეული კად ოჯახური ისტორია) მქონე პაციენტთა სამედიცინო ბარათების %, სადაც გამოთვლილია 10 წლიანი გსდ რისკი (გამონაკლისი გ.უ., დიაბეტი, კად, ინსულტი)
  • P11. გსდ 10 წლიანი რისკი≥20% ან დიაბეტის მქონეთა სამედიცინო ბარათების % სადაც დანიშნულია მულტიმედიკამენტური თერაპია
  • P12. კად-ის მქონე პაციენტთა სამედიცინო ბარათების % ვისაც უტარდება მეორადი პრევენცია

გამოსავალი

  • O1. ჰიპერტენზიის დადგენილი დიაგნოზის მქონე პაციენტთა სამედიცინო ბარათების %, სადაც ბოლო ვიზიტზე ფიქსირდება არტერიული წნევის კონტროლი
  • O2. ანტილიპიდურ თერაპიაზე მყოფი პაციენტების სამედიცინო ბარათების %, სადაც ბოლო ვიზიტზე საერთო ქოლესტეროლის მაჩვენებელი <170მგ/დლ
  • O3. თამბაქოს მიტოვებისთვის ნამკურნალები პაციენტების სამედიცინო ბარათების % , რომელშიც აღნიშნულია თამბაქოსთვის თავის დანებება კონსულტაციის შემდეგ
  • O4. პაციენტთა სამედიცინო ბარათების %, რომელთაც ჩაუტარდათ კონსულტირება ან მკურნალობა ჭარბი წონის გამო და წონაში დაიკლეს სხეულის მასის 5%-ზე მეტი