პარტნიორები მემორანდუმის მიხედვით

რამდენადაც პროექტის არეალი შეზღუდულია და შემოიფარგლება ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულებით, ამასთან, ძალიან დიდია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა სურვილი, ჩაერთონ ხარისხის გაუმჯობესების აქტივობებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტსა და დაინტერესებულ მხარეთა შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის პირობების შესაბამისად, პარტნიორებს შეუძლიათ, გამოიყენონ პროექტის ფარგლებში ხარისხის გაუმჯობესებისთვის შემუშავებული რესურსები, მიიღონ მინიმალური ტექნიკური დახმარება და გაუზიარონ შედეგები პროექტს.

  ამჟამად ჩვენი პარტნიორები არიან:

  • კლინიკა "კურაციო"
  • "ჩემი ოჯახის კლინიკის" წყალტუბოს ფილიალი
  • კლინიკა "ფერომედი"
  • საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი
  • კლინიკა "მედსი"