კლინიკური შემთხვევა - პედიატრიული პნევმონია და ტუბერკულოზი

No replies
tiniko's picture
tiniko
Offline
Joined: 28/03/2013

     კლინიკური შემთხვევა:

    1 წლის ბავშვი კლინიკაში შემოიყვანეს ლეთარგიულ მდგომარეობაში, ცხელებით, ხველით და სუსტი რესპირაციული დისტრესით, რომელმაც მოიმატა ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

   ობიექტურად: ტემპერატურა -38,7 °C, პულსი -150', სუნთქვის სიხშირე - 54',  ჟანგბადის სატურაცია - 94% ოთახის ჰაერზე. გამოხატულია ტაქიპნოე, ფილტვებში პერკუსიით მარჯვნივ, ქვემო წილში -ლოკალური მოყრუება, აუსკულტაციით - აქვე კრეპიტაცია. კანის ელასტიურობა დაქვეითებული.

   ბავშვის წონის Z ქულა იყო მინუს 2 (მძიმე მალნუტრიცია), გამოხატული იყო მსუბუქი დეჰიდრატაცია.

   კითხვა 1.

   თქვენი სავარაუდი დიაგნოზი? 

   კითხვა 2.

   რა მკურნალობას დაიწყებდით?

  პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი სადიაგნოზო კვლევები: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, გულმკერდის რენტგენოგრაფია, განესაზღვრა ჟანგბადის სატურაცია.

        სისხლის საერთო ანალიზი:

  • ლეიკოციტები - 14,8X109/ლ                                         
  • ერითროციტები - 4,3X109/ლ
  • ჰემოგლობინი - 114 გ/ლ
  • ფერადობის მაჩვენებელი - 0,80
  • ჰემატოკრიტი - 35%
  • ედს - 26 მმ/სთ
  • ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები - 7%
  • სეგმენტბირთვიანი -31%
  • მეტამიელოციტი - 5%
  • ეოზინოფილი - 2%
  • ლიმფოციტი - 37%
  • მონოციტი - 14%
  • ბაზოფილი - 3%

 გულმკერდის რენტგენოგრაფია


  მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.


   კითხვა 3.

   რომელ დაავადებებთან უნდა გატარდეს დიფერენციული დიაგნოზი?

   მკურნალობისა (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, პერიოდულად ჟანგბადის მიწოდებითა და ინტრავენური ინფუზიის გამოყენებით) და შესაბამისი კვების მიუხედავად, პაციენტმა წონაში ვერ მოიმატა. განმეორებით ჩაუტარდა სისხლის, შარდის საერთო ანალიზები, გულმკერდის რენტგენოგრაფია და აიღეს სისხლის კულტურა - წინა ანალიზებსა და რენტგენოგრამასთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღმოჩნდა, სისხლის კულტურა -უარყოფითი.

   კითხვა 4.

  დამატებით რა კვლევებს ჩაატარებდით?

  მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია: პაციენტს აღარ უვლის დედა, დეიდამ აღნიშნა, რომ მას აქვს ხველა, სიცხე და დაიკლო წონაში.

  კითხვა 5.

  რას ფიქრობთ მკურნალობის ცვლილებებთან დაკავშირებით?

  კითხვა 6.

  დასკვნითი დიაგნოზი და დაავადების მართვის შემდგომი ნაბიჯი