საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული 2 პროტოკოლი დაამტკიცა

21/03/2014

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით, 2 პროტოკოლი დაამტკიცა:

პროტოკოლები შემუშავდა USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, პროექტის გუნდისა და შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მიერ, საქართველოს კარდიოლოგთა კოლეჯისა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) განახლების შედეგად, არსებული ეროვნული და თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე. პროტოკოლები განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების განხორციელების კონკრეტულ დონეზე სადიაგნოზო/სამკურნალო ჩარევების სტანდარტიზებისთვის, დამხმარეა სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად. პროტოკოლების განუყოფელი ნაწილია ძლიერი მტკიცებულებები და პირველადი სამედიცინო ინფორმაციის დოკუმენტირებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები.