თავის ტკივილის სკოლა-კონფერენცია

06/06/2014 09:00
07/06/2014 18:00

ნევროლოგებს, ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, ან სხვა სპეციალობის სამედიცინო პერსონალს, ვინც მართავს თავის ტკივილის მქონე პაციენტებს, ევროპის თავის ტკივილის ფედერაცია და საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოება, თავის ტკივილისადმი მიძღვნილ სკოლა-კონფერენციაზე იწვევს. კონფერენცია ჩატარდება "შერატონ მეტეხი პალასში" 6 და 7 ივნისსდაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: თავის ტკივილის სკოლა-კონფერენციის ფლაერი.

კონფერენციაში მონაწილეობენ თავის ტკივილის წამყვანი სპეციალისტები:

  • ქრისტიან ლამპლი (ავსტრია)
  • მესუდ აშინა (დანია)
  • დიმოს მიციკოსტასი (საბერძნეთი)
  • რიგმორ იენსენი (დანია)
  • ლარს ბენდტსენი (დანია)
  • ვერა ოსიპოვა (რუსეთი)
  • ამოს კორჩინი (ისრაელი)
  • ტიმოთი შტაინერი (დიდი ბრიტანეთი/ნორვეგია)

ლექციებს ასევე წაიკითხავენ ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმები: ბატონი ზაზა ქაცარავა და ქალბატონი სოფიო ნატრიაშვილი.

 რეგისტრაციის ღირებულება: 30 ლარი