თანამშრომლობის მოდელი

„ყველა ასწავლის - ყველა სწავლობს“ _ მთავარი პრინციპი, რომელსაც ხარისხის გაუმჯობესების თანამშრომლობა ეფუძნება. ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც გაუმჯობესების უფრო სწრაფად მიღწევისა და გავრცელების საშუალებას გვაძლევს.

 

რა არის სამედიცინო მომახურების ხარისხის გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით

გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით (an improvement collaborative ) - წარმოადგენს სამუშაოს ორგანიზების მეთოდს, რომელიც მიმართულია დაწესებულების დონეზე არსებული ერთგვაროვანი პრობლემების გადაწყვეტისკენ. გაუმჯობესების ეს მეთოდი 1995 წელს დაინერგა აშშ-ს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების ინსტიტუტის მიერ (IHI). 

როგორ მუშაობს გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით?

  1. ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს გაუმჯობესების საქმიანობაში, აკეთებს განაცხადს, საკუთარი თანამშრომლებისგან ქმნის მულტიდისციპლინურ ხარისხის გაუმჯობესების გუნდს.
  2. სამუშაოს მთელი პროცესის მანძილზე გუნდის საქმიანობას მხარს უჭერენ კლინიკური და ხარისხის ექსპერტები.
  3. ხარისხის გუნდი აანალიზებს სამედიცინო დახმარების არსებულ სისტემას, ავლენს ძირითად პრობლემებს და არჩევს მიმართულებებს გაუმჯობესებისთვის.
  4. თითოეული გუნდი გადის სწავლებას ხარისხის გაუმჯობესების მეთოდოლოგიაში და იწყებს ცვლილებების დანერგვასა და გამოცდას „მზა ცვლილებების პაკეტის“ გამოყენებით. 
  5. სამუშაოს ყველა ეტაპზე ხდება უწყვეტი ერთობლივი სწავლა და გამოცდილების გაზიარება სასწავლო სესიების საშუალებით, რომლებიც იმართება გარკვეული პერიოდულობით და მასში მონაწილეობს თანამშრომლობის ყველა დაწესებულება. 
  6. ცვლილებები, რომელთაც გამოიწვიეს სამედიცინო დახმარების სისტემის გაუმჯობესება, ორგანიზაციების მიერ ინერგება ყოველდღიურ პრაქტიკაში და მყარდება საკანონმდებლო დონეზე.