ფორუმის შესახებ

   "ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვაში" ეს თითოეულის   მედიცინის მუშაკების, პაციენტებისა და მათი ოჯახების, მკვლევარების, გადამხდელების, პოლიტიკის შემქმნელებისა და განმანათლებლების   ერთობლივი და განუწყვეტელი ძალისხმევაა, მოახდინონ ცვლილებები, რომლებიც გააუმჯობესებს პაციენტთა გამოსავლებს (ჯანმრთელობას), სისტემის მუშაობას (მოვლას) და ხელს შეუწყობს მედიკოსთა პროფესიულ განვითარებას. ეს განმარტება გამომდინარეობს ჩვენი რწმენიდან, რომ ჯანდაცვა ვერ გამოავლენს თავის სრულ პოტენციალს, თუ სისტემის ყველა ნაწილში ცვლილების მოხდენა თითოეული ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის განუყრელი ნაწილი არ გახდა".

პოლ ბატალდენი, ფრენკ დევიდოფი

 

    გაუმჯობესების მეცნიერების ფუძემდებელთა კვალდაკვალ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი ყველა დაინტერესებულ მხარეს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს, პროფესიულ სამედიცინო საზოგადოებებს, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს, ექიმებს, ექთნებსა და პაციენტებს ჯანდაცვის ხარისხის ეროვნული ფორუმის შექმნასა და აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს.  იმედი გვაქვს, ფორუმი იქცევა საერთო პლატფორმად ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებისთვის, ადგილად, სადაც მოგროვდება უახლესი, მტკიცებულებებზე დამყარებული სამედიცინო ინფორმაცია, ხარისხის გაუმჯობესების მეთოდოლოგია და გამოცდილება...

    ამით კი ყველა ერთად გაუჯობესების მეცნიერების ჯანდაცვის შემადგენელ ნაწილად ქცევას და ქვეყანაში ხარისხის კულტურის დანერგვას შევუწყობთ ხელს, სამედიცინო მომსახურებას უფრო ეფექტურს, ეფექტიანსა და უსაფრთხოს გავხდით. დიალოგი და თანამშრომლობა ღიაა ყველასთვის, ვინც ქართული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებით არის დაინტერესებული. დარწმუნებულნი ვართ, ეს წამოწყება წარმატებული მხოლოდ საზოგადოების ფართო ჩართულობითა და მრავალი ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით იქნება. თქვენი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა მოგვიტანს.

     შემოგვიერთდით! ვითანამშრომლოთ უკეთესი ჯანმრთელობისთვის!