კლინიკური პრაქტიკის მტკიცებულებითი საფუძვლების გასაძლიერებლად

08/07/2013 14:00
12/07/2013 17:00

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯისა და USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის თანამშრომლობით, ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩატარდა ერთკვირიანი ტრენინგი თემაზე: "მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკა".
 
ტრეინინგს უძღვებოდნენ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ექთანთა კოლეჯის პროფესორები: ელისონ სქვეარსი და ადამ სირუა, რომელთაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ როგორც მაღალი შემოსავლების,  ასევე დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. მასში კი 40-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობდა, მათ შორის, "ჩემი ოჯახის კლინიკისა" და "ჯეოჰოსპიტალსის" ქსელის როგორც ცენტრალური ხარისხის გუნდის მენეჯერები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები. დაწვრილებითი ინტერაქტიური ლექციებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ, ან გაეღრმავებინათ ცოდნა და უნარ-ჩვევები როგორც კლინიკური შეკითხვების ფორმირების, ისევე სანდო წყაროებში მტკიცებულებების ძიების, მტკიცებულებების შეფასებისა და კლინიკურ პრაქტიკაში მათი გამოყენების კუთხით.

პროექტის აქტივობები რეგიონული ტელევიზიით გაშუქდა

25/06/2013 13:30

პროექტის მორიგი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში ტელეკომპანია "რიონმა" გააშუქა.

 

სამედიცინო კონფერენცია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და პრევენციის თაობაზე

31/05/2013 14:00

"მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე" - ამ დღის აღსანიშნავად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თბილისის 100-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ჩაატარა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: "თამბაქოს მოხმარების პრევენცია და მიტოვების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის საკითხები".

წნევის გაზომვის აქცია საქართველოს პარლამენტში

03/04/2013 14:00

არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების, ცნობიერების ამაღლებისა და სკრინინგში აქტიურად ჩართვის მიზნით, 2013 წლის 1-7 აპრილს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომისიასთან ერთად ჩატარდა ჰიპერტენზიის კონტროლის კვირეული. პროექტის მიზანი იყო, საქართველოს პარლამენტში არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა სხვა რისკ-ფაქტორების გამოვლენა მასიური სკრინინგის მიზნით.

სამედიცინო კონფერენცია სამტრედიის "ჯეოჰოსპიტალში"

09/02/2013

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში 2013 წლის 9 თებერვალს, 11:00 საათზე, სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალსში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „რესპირაციული სისტემის უხშირეს დაავადებათა მართვა პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარულ დაწესებულებებში – კლინიკური შემთხვევების ანალიზი“. 

ინფოარხების ცნობების შეკრება