სასწავლო მასალა

მწვავე კორონარული სინდრომის საწყისი შეფასების და მკურნალობის ესენციური ღონისძიებები

აღნიშნულ სასწავლო მასალაში, მწვავე კორონარული სინდრომის საწყისი შეფასებისა და მკურნალობის ესენციური ღონისძიებები, რომელიც მოამზადა პროექტის კონსულტანტმა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში, კონსტანტინე ლილუაშვილმა, დეტალურადაა განხილული მწვავე კორონარული სინდრომის მართვის კლინიკური სტრატეგია: მართვის ალგორითმი, სიმპტომების კვალიფიკაცია(მათ შორის, ძირითადი სიმპტომების), რისკის შეფასება და კონტროლი, დიაგნოზის დად

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასება და მართვა

სასწავლო მასალაში , რომელიც მოამზადა პროექტის კონსულტანტმა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში, კონსტანტინე ლილუაშვილმა, კონკრეტული კლინიკური შემთხვევის,პაციენტის დაავადების ისტორიის მიხედვით, განხილულია გულ-სისხლძარღვთა დაავადების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი (მოდიფიცირებადი, არამოდიფიცირებადი, ცხოვრების წესთან ასოცირებული), აღნიშნულია მათი შეფასების მნიშვნელობა და რეკომენდებული მართვის პრინციპები.

მტკიცებულებებზე დამყარებული კლინიკური პრაქტიკა

თუ ჩვენ არ ვაღიარეთ მტკიცებულებები, ნდობის მოპოვების ძალზედ სუსტი  შესაძლებლობები გვექნება”

კარლ  ედუარდ საგანი (1934-1996), ასტროფიზიკოსი

 

მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების როლი ბრონქული ასთმის/ფქოდ-ის სამედიცინო მომსახურებაში

პრეზენტაცია იმერეთის რეგიონული თანამშრომლობის პირველი სასწავლო სესიიდან პროექტის ხარისხის მრჩეველის, ნატო შენგელიას მიერ. მოიცავს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინტერვენციების მნიშვნელობას, ამ დაავადებების ამბულატორული და ჰოსპიტალური მართვის ელემენტებს, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის ძირითად ამოცანებს.

თამბაქოს მოწევის მიტოვება და პრევენცია

 

    თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი წამყვანი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორია მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში. პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ჩატარებული ტრეინინგის, "თამბაქოს მოწევის მიტოვება და პრევენცია" , სალექციო მასალა შეიცავს ინფორმაციას მოწევის გავრცელების სავალალო ეპიდემიოლოგიის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული  ტოქსიური ეფექტების შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციებს თამბაქოს მიღების შეწყვეტის თაობაზე, საექიმო პრაქტიკაში მწევლობის შესახებ ცოდნის შეფასებისა და ექიმის როლის მნიშვნელობის შესახებ დანებების მცდელობის განხორციელებისას.

მოზრდილთა ჰიპერქოლესტეროლემიის დადგენა, შეფასება და მკურნალობა კლინიკურ პრაქტიკაში

    ჰიპერქოლესტეროლემია, როგორც გიდ-ის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, მასთან ასოცირებული დაავადებები და ექვივალენტური მდგომარეობები.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ძლიერი ზემოქმედების ინტერვენციები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამედიცინო დახმარებაში

   მწვავე კორონარული სინდომისა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების მართვის მაგალითები, "ჩავარდნები" გიდ-ის მართვის პრაქტიკაში, გაუმჯობესების ამოცანები ამბულატორულ დონეზე მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების გაუმჯობესებული სკრინინგის, ჰოსპიტალურ დონეზე კი - ძლიერი ზემოქმედების ტრიაჟის, საწყისი მკურნალობის და გაწერის ინტერვენციების პაკეტის საშუალებით.

პრეზენტაციები ხარისხის გაუმჯობესების შესავალ საკითხებზე

ოთხი ლექცია ხარისხის გაუმჯობესების არსის; ცვლილებების დაგეგმვისა და დანერგვის, მიზნის ფორმულირებისა და პროგრესის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრის, სასწავლო სისტემის არსისა და მნიშვნელობის შესახებ რეგიონული თანამშრომლობის პირველი სასწავლო სესიიდან პროექტის ქართველი და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ.

დაწვრილებით:

ინფოარხების ცნობების შეკრება